Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელების უმეტესობა ემხრობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს


გამოკითხული ამერიკელების 56% მხარს უჭერს აშშ-ის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ. ასეთი შედეგები აჩვენა საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევამ, რომელიც ტელეკომპანია CBS-მა ჩაატარა. ამასთანავე, გამოკითხულთა თითქმის 50% გამოთქვამს უკმაყოფილებას პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიდგომით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან. აშშ-ის პრეზიდენტის ნაბიჯებს უმაღლესი შეფასება მისცა გამოკითხულთა მხოლოდ 38%-მა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა პოზიტიურად აფასებს სანქციების დაწესებას, მხოლოდ მათი მესამედი თვლის, რომ ეს სანქციები ეფექტურ შედეგს გამოიღებს. გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი გაღვივდება და ის მეზობელ ქვეყნებსაც შეეხება.
XS
SM
MD
LG