Accessibility links

logo-print

ავღანეთში სამშაბათს 16 ადამიანი დაიღუპა ძალადობის აქტების შედეგად


16 ადამიანი ემსხვერპლა სამშაბათს ავღანეთში განხორციელებულ ძალადობის აქტებს. ექვსი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყუნდუზში მომხდარი აფეთქებისას. ასაფეთქებელი მოწყობილობა სპორტული შეჯიბრებისას ამოქმედდა. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტული აქტი მიმართული იყო მოჯაჰედების დაჯგუფების ყოფილი მეთაურის მიმართ, რომელიც თავდასხმისას არ დაშავებულა. რამდენიმე ხნით ადრე, ხუთმა თალიბმა შტურმით აიღო ავღანეთის საარჩევნო კომისიის ოფისი ქაბული დასავლეთ ნაწილში. ხუთსაათიანი ორმხრივი ცეცხლის შედეგად დაიღუპა ორი პოლიციელი, ერთი პოლიტიკოსი და ერთიც სახელისუფლებო სტრუქტურის წარმომადგენელი. იმავე დღეს, ჰელმანდის პროვინციაში საკუთარ სახლთან მოკლეს პოლიციელი ქალი. ორ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო, რომელმაც არაერთი მუქარა გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ჩაშლის ავღანეთში 5 აპრილს დაგეგმილ საპრეზიდნეტო არჩევნებს.
XS
SM
MD
LG