Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატელიტმა დააფიქსირა დაკარგული ბოინგის სავარაუდო ნამსხვრევები


მალაიზიელი ოფიციალური პირების ცნობით, ბოლო სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს 120-ზე მეტ ობიექტს ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში - შესაძლოა, მალაიზიის გაუჩინარებული თვითმფრინავის ნაწილებს. მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ჰიშამუდინ ჰუსეინის განცხადებით, ობიექტები აღმოაჩინეს 400 კვადრატული კილომეტრის მომცველ არეალში. მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავი 8 მარტს დაიკარგა კუალა ლუმუპირი-პეკინის რეისის შესრულებისას, ბორტზე 239 ადამიანით, რომელთა უმრავლესობაც ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ. თვითმფრინავის ნამსხვრევების ძებნა დღეს განახლდა. ოპერაციაში ჩართულია 12 თვითმფრინავი და ორი ხომალდი, რომლებიც გაგზავნილი აქვთ აშშ-ს, ჩინეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ავსტრალიას და ახალ ზელანდიას.
XS
SM
MD
LG