Accessibility links

logo-print

მოსკოვი: რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი „შორს არიან“ თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებიდან


რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერის, იგორ შუვალოვის განცხადებით, რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი ჯერ კიდევ „შორს არიან“ ურთიერთგაგებიდან ნავთობით და გაზით თავისუფალი ვაჭრობის საკითხში. სამი ქვეყანა მაისში აპირებს ხელმოწერას შეთანხმებაზე „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ შესაქმნელად, ერთმანეთთან ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით. მაგრამ შუვალოვმა რუს კანონმდებლებს უთხრა, რომ ყველა მხარე ამჯობინებს რამდენიმე წლით შეზღუდვების შენარჩუნებას ნავთობით, გაზით და ზოგი სხვა პროდუქტით, მათ შორის ალკოჰოლით, თამბაქოთი და მედიკამენტებით ვაჭრობაზე. კრემლს სურს 2015 წელს აამოქმედოს "ევრაზიის ეკონომიკური კავშირი", რომლის მოდელადაც ევროკავშირს ასახელებს.
XS
SM
MD
LG