Accessibility links

logo-print

რუსეთი აცხადებს, რომ აკონტროლებს ყველა სამხედრო ობიექტს ყირიმში


რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, გენერალ ვალერი გერასიმოვის განცხადებით, რუსეთის დროშა ფრიალების ყირიმის ყველა, 193-ვე სამხედრო ობიექტზე. ეს განცხადება გაკეთდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის მომხრე ძალებმა ხელთ იგდეს ბოლო სამხედრო ხომალდი, რომელსაც ჯერ კიდევ უკრაინა აკონტროლებდა. ყირიმის თვითგამოცხადებული ლიდერების ცნობით, 15 000-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ ითხოვა რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებში მიღება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. ხოლო 1500-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, ცნობების თანახმად, ოჯახებთან ერთად აპირებს უკრაინის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გამგზავრებას. გენერალ გერასიმოვის განცხადებით, მათ ეძლევათ რკინიგზით გამგზავრების შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG