Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი იორდანიაშია ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის განახლების მიზნით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იორდანიაში ჩავიდა მეფე აბდულასთან და პალესტინელების ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან შესახვედრად ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის განახლების მიზნით. პალესტინელების და ისრაელის სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის დაწესებულია ვადა - 30 აპრილი - შეთანხმების მისაღწევად. კერი ცდილობს, ორივე მხარე დაიყოლიოს ვადის გაგრძელებაზე. მაგრამ პალესტინელები უარს ამბობენ მოლაპარაკების გაგრძელებაზე, თუ ისრაელი 29 მარტამდე არ გაათავისუფლებს პალესტინელი პატიმრების ერთ ჯგუფს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამ დღეებში ჯონ კერი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუსაც.
XS
SM
MD
LG