Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკი: ყირიმის გამო რუსეთს რეცესია ემუქრება


მსოფლიო ბანკის განცხადებით, კრემლის მიერ ყირიმის ანექსიას შესაძლოა, რუსეთში რეცესია მოჰყვეს. მსოფლიო ბანკი თავის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2014 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა, 1,8%-ით შემცირდეს, თუ აშშ და ევროკავშირი სავაჭრო სანქციებს დაუწესებენ რუსეთს. იმ შემთხვევაშიც, თუ დასავლეთი არ მიმართავს სავაჭრო სანქციებს, რუსეთის ეკონომიკა წელს, სავარაუდოდ, სულ 1,1%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს აგრეთვე, რომ 2014 წლის პირველ სამ თვეში რუსეთიდან გატანილია 70 მილიარდამდე დოლარი - მეტი, ვიდრე მთელი განვლილი წლის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG