Accessibility links

logo-print
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ევროპულ ტურნეს განაგრძობს. ნიდერლანდის ქალაქ ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობის შემდეგ, ის მეზობელ ბელგიაში ჩავიდა ამერიკა-ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით, ტრანსატლანტიკური ურთიერთობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ. თუმცა ბრიუსელში ობამას ვიზიტის დროსაც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მისი პოზიცია რუსეთთან მიმართებით, უკრაინის კრიზისის კონტექსტში.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოთხშაბათს პირველად ეწვია ევროკავშირის სათავო ოფისს ბრიუსელში. ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპესთან შეხვედრის შემდეგ, მან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთის
არც უკრაინაა და არც საქართველო ამჟამად ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ არსებობს ნატოს ახლა გაფართოების გეგმა...
ქმედება არ ეხება მარტო ერთ ქვეყანას - უკრაინას! რასაც მოსკოვი აკეთებს, ეხება იმას თუ როგორი გვინდა იყოს ევროპა, მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთო.

„თუ რუსეთი განაგრძობს ამჟამინდელ კურსს, იზოლაცია გაღრმავდება, სანქციები გამკაცრდება და რუსეთის ეკონომიკას სულ უფრო მძიმე შედეგები მოელის“
, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამავე გამოსვლის დროს ობამამ საქართველოც ახსენა - კონტექსტში, რომელიც არ გაახარებს ნატოში ინტეგრაციის მომხრეებს.

„არც უკრაინაა და არც საქართველო ამჟამად ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ არსებობს ნატოს ახლა გაფართოების გეგმა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკა-ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს სურთ, ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერა გაუწიონ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ დასავლეთის პრინციპებს და იდეალებს: „ამიტომ ყველა ზომას მივმართავთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას - მის არჩევნებს, მის ეკონომიკას და გავაგრძელოთ რუსეთის იზოლაცია იმ ნაბიჯებზე საპასუხოდ, რომლებიც მან გადადგა“.

აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებით, უკრაინის საკითხში „რუსეთი მარტოა“.
სინამდვილეში რუსეთი გაცილებით უფრო იზოლირებულია ამ შემთხვევაში, ვიდრე იყო ხუთი წლის წინ საქართველოს გამო და უფრო იზოლირებულია, ვიდრე იყო უმეტესწილად XX საუკუნის განმავლობაში, როცა იყო საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი...

სამშაბათს მან ჰააგაში გამოთქვა შეფასება, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედება არის რუსეთის არა სიძლიერის, არამედ მისი სისუსტის ნიშანი:

„რუსეთი არის რეგიონალური მნიშვნელობის სახელმწიფო, რომელიც ზოგ უშუალო მეზობელს ემუქრება არა სიძლიერის, არამედ სისუსტის გამო. უკრაინა არის ქვეყანა, რომელშიც რუსეთს ათწლეულებია - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ - აქვს უზარმაზარი გავლენა. ჩვენც მნიშვნელოვანი გავლენა გვაქვს ჩვენს მეზობლებზე. ჩვენ, ზოგადად, არ გვჭირდება ინტერვენცია მათთან მჭიდრო ურთიერთობისათვის. ის ფაქტი, რომ რუსეთმა აუცილებლად ჩათვალა სამხედრო ძალის გამოყენება და გამოაშკარავდა საერთაშორისო სამართლის დარღვევა, მიუთითებს ნაკლებ გავლენაზე და არა მეტ გავლენაზე“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამშაბათს ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჰააგაში პრესკონფერენციაზე მან საქართველოც ახსენა: „რაც შეეხება ვითარებას უკრაინაში, ჩვენ არ ჩავბმულვართ რუსეთთან ომში, - ვფიქრობ, წარსულში იყო ამის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, - მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ არის იზოლირებული. სინამდვილეში რუსეთი გაცილებით უფრო იზოლირებულია ამ შემთხვევაში, ვიდრე იყო ხუთი წლის წინ საქართველოს გამო და უფრო იზოლირებულია, ვიდრე იყო უმეტესწილად XX საუკუნის განმავლობაში, როცა იყო საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ობამამ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG