Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა: ყირიმიდან რუსეთის სამხედრო ძალით გაძევების გზა არ არსებობს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დასავლეთს მოუწოდა, კვლავ გაერთიანებული დარჩეს, რათა რუსეთს პასუხი გასცეს ყირიმის ანექსირების გამო. ობამამ, რომელიც თავის ოთხდღიან ტურნეს მართავს ევროპაში, ოთხშაბათს საღამოს ბრიუსელში წარმოთქვა სიტყვა ევროკავშირ-აშშ-ის ურთიერთობის თაობაზე. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს და ევროპას არ აქვთ უკრაინის გაკონტროლების ინტერესი და აშშ-სა და ნატოს არ სურთ რუსეთთან კონფლიქტი. ახალ ცივ ომს არ ვიწყებთო, თქვა ობამამ თავის გამოვლაში. მისი თქმით, არ არსებობს ყირიმიდან რუსეთის გაძევების სამხედრო გზა. მაგრამ, თქვა მან, სანამ აშშ და ევროპა გაერთიანებული იქნებიან, რუსეთის ხალხი მიხვდება, რომ უხეში ძალა ვერ გაიმარჯვებს.
XS
SM
MD
LG