Accessibility links

logo-print
ავტორი: ანა ჯაფარიძე

უილიამ თეკერეის ეს ნაწარმოები ყველას წაკითხული გექნებათ, სადაც სოციალური კლასის ჭიდილი მიდის. სწრაფა ფულისკენ, სხეულით ვაჭრობა და ძალაუფლება. მე სხვა ბაზარზე ვისაუბრებ, ქართულზე. თითქმის ყოველ დღე მიწევს ვაჭრობა, როგორც სუპერმარკეტში ასევე გარე მოვაჭრებთან. ყინვაში, წვიმაში, ხალხი დგას და ორი ლარის გამო ან ცოტა მეტის მთელი დღეს ატარებს. სხვადასხვა კატეგორიოები არიან. ერთ ფაქტს წავაწყი. დედა მოვაჭრესთან შვილი მოვიდა ყვირილით ფული სთხოვა, ქალი მთელი დღის ნაშოვნს აძლევს. ბიჭი უსაქმურად დაეხეტება არ კადრულობს, ხოლო მშობელი თავს იმცირებს მისი მომავლისთვის. ყველა დედა არა ასეთი, დედაჩემი ჩემს გამო ნამდვილად არავისთვის არაფერი უთხოვია. თავად არც მივცემდი ამის საშუალებას, მოკლედ ყველაფერი ინდვიდუალურია. ბაზარი სიტყვა ბევრი მნიშვნელობით იხმარება ქართულ ლექსიკონში. ხშირად ბევრი მეტყველება ბაზრად იქცევა, მაგალითად ეკლესიაში ყოფნისას, ლოცვის დროს ხმამაღალი საუბარი ბაზრის ელემენტის შემადგენელი ნაწილია. მიჩნდება კითხვა რისთვის მოდიხარ სასაუბროდ? მაშინ შეხვდი მეგობასრ იმასთან მოიქავე ენა სხვას მაინც ნუ უშლი იმას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია.Mმაცხოვრის გული ტკივილიც ეგ იყო, როცა იერუსალიმის ტაძარს მუახლოვდა. “ჩემი მამის სახლი ბაზრად გიქცევიათო” ფრაზა დღესაც უკვდავია. ქართველებმა ვერ ვისწავლეთ სად? როგორ? რა შემთხვევაში უნდა მოვიქცეთ სწორად. ეს ეხება ნებისმეიერ მოვლენას, იმასც ვერ ვსწავლობთ რომ მიცვალებული უნდა დავასვენოთ საფლავში, თუ რამე არსებობს (ნუ ათეისტებს მივმართავ უფრო) თვით მკვდარის მოსვენებაც უნდა ვისწავლოთ. ჯერ სტალინი არ დავასვენეთ, ხან ვდგამთ მის ძეგლს, ხან არა. ახლა ჟვანიას სიკვდილის ამბებს ვეკიდებით. მერე ჩნდება არგუმენტები იმის შესახებ, მიმდინარეობს იაფასიანი სპეკულაცია მოვლენების: ხელისუფლებას ასე აწყობდა ა. შ. ერთია საინტერესო სტალინზეც აწყობდა ხელისუფლებას მისი ძეგლებით სპეკულაცია? ახლა შეიძლება ფიქრობთ განსხვავებული ფიგურები არიან, რა აქვთ საერთო? გეტყვით _ წარსულის ქექვა და წინ არ ყურება. სულ როგორ უნდა ვიქექებოდეთ წასრულში? რაღაცები ვაბრალოთ წინაპრებს? ან ერთმანეთის ჯინაზე ვზარდოთ ხელისუფლების პრინციპები? გადმოგვყვა საბჭოთა რელობიდან (ამაზე ადრეც დავწერე), მაგრამ იმპერიის მსხვერპლი რომ ხარ უფრო ძლიერის ხელში იყავი ორასი წელი ვერ გაეყრები ასეთი ხერხებით. უკრაინის ვითარება თვალნათელი მაგალითია საქრთველოსთვის სხვა ყოფილ საბჭოთა კავშირელებისთვისაც. ხალხისთვის მაინც არაფერია მისაღები, ყირიმელებს ჰგონიათ უკეთესის ხელში არიან? უბრალო, მოკვდავი ხალხი ყოველთვის გაიჭყლიტება დინოზავრებთან ბრძოლაში ისტორიაც ამას გვეუბნება. ვაჭობით ხდება მსოფლიო ბაზარზე საკითხის გადაწყეტა, მიმდინარეობს ხალხით ვაჭრობა, ადრეულ ჩვევასგან განსხვავებას ვერ ვპოულობ, პირდაპირ ქცევამ ირიბი ქცევა შეცვალა. მივუბრუნდები “ამაოების ბაზარს” კურტიზანელ ქალის სწრაფვას მაღალი საზოგადეობისაკენ. ბევრი დაბრკოლება ხვდება მთავარ პერსონაჟს. კიდევ ერთი რელური მაგალითია იმის რომ ბოზობის გარეშე ვერ მიაღწევ საწადელს. არ გეგონოთ ამ უძველესი პროფესიის ხალხს რამეს ვერჩოდე. ვგულისხმობ პირით ბოზობას იმ აურაცხელი სიტყვების კორაინტელს, რასაც ვუსმენთ სხვადასხვა ადგილას. ასეთი გზა გაუმართლებელია ფინალისკენ, რაც არ უნდა ეწაფო ის რჩები ყოველთვის რაც დასაწყისში ხარ. ვერანაირი ფული და დიდება ვერაფერს მოგიტანს უკეთეს, მაინც მოვა დრო დარჩები ცარიელი ბეკივით. (ისე ეს წიგნი ერთ ვათხოვე აქამდე არ დამიბრუნა, არადა თვეები გავიდა, ტრადიციული ქართული სენი, თუმცა მთლად ქართველიც არა ის ადამიანი). მინდა ისევ მივუბრუნდე ზურაბ ჟვანის მკვლელობის ამბავს, აი სრული ბაზარი იყო ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ერთმანეთის გამომრიცხავი და ნაცების მზრიდან შემშლელი ფაქტები. საზოგადოების ინტერესი დიდია, მაგრამ თავად ყოფილ მოკავშირებს ემოციური აჟიოტაჟი ემართებად ყოველი ახალი ფაქტების გამოჩენისას. მეგობარი თუ ხარ კი უნდა გაინტერესებდეს მეგობრის სიკვდილის მიზეზი. ჰოლანდიაში არ უნდა იმალებოდე თუ კაცი ხარ კი უნდა ჩამოხვიდე დასაკითხად მოწმის სახით. მეთიუ ბრაიზამ განაცხადა საქართველო მაპს მიღებას ეჭქვეშ აყენებს თუ მიშას დაკითხავენ, ამაზე “მოქალაქეს” შევუთანხმდითო. გამოდის ერთმანეთის შეთანხმებებში დაილია საქართველოსა და უკრაიანს ბედი. ამ საიდუმლო სახელისუფლო კარების მსხვერპლია ორი ქვეყანა. გავხდით ამერიკის და რუსეთის სათამაშო. “გეიმს ოფ ტრონს” მახინაციები კარგად გაუთვისებიათ პუტინს და ობამას. თუმცა “ჰაუზ ოფ კარდს”-ის მერე თეთრი სახლის რა უნდა გაგიკვირდეს. საინტერესო იქნება კრემლზე ასეთი რეალური ფაქტებზე დაყრდნობილი სერიალის გადაღება (სერიალები იმითომ ვახსენე, უფრო მეტი მაყურებელი ყავს). ერთი კარგი რეჟისორი მადლია არა მარტო რუსეთისთვის, არამედ ჩვენთვისაც. სამწუხაროდ მაგის ფული არ გვაქვს, კულტურის სამინისტრომ ბიენალე არ დაფინანსა, არ ჩათავლა რაღაცაში ფული გადაეყარა. ამბობენ გაგვიჭირდა, ხაზინა ცარიელიაო. “ზატო” გრძელ სუფრებში არ გვიჭირს, ჩამოსულ სტუმრებს ვხვდებით შესაბამისად. ჩვენი ხინკალი, ხაჭაპური ამერიკის ერთერთი შტატის მოძრავი რესტორნის მენიუშია. “პოსტსკრიპტუმი”- მა მოგაწოდა იქაური ხალხის აღფთოვანებული სახეები, ქართული სამზარეულოს დაგემოვნებისას. ამ ბოლო დროს რუსთავი2 რომელ პლანეტაზეა ვერ ვგებულობ, აკოპალიფსური სიუჟეტების კორიანტელის ბუდე გახდა. მიშა ისევ პრეზიდენტია, ჰარმონია დაცულია დაპრისპირების მიუხედავად, სრული იდილია ათი წლისა, ჟურნალისტებსაც ეტყობად გაბრწყინებული სახეები მასთან ინტერვიუს ჩაწერის დროს. ალბათ მალე სცენარის უკრაინული ვერსია გამოაფხიზლებთ ნაცებს, უკვე საუბარია ქუჩის აქციებზე, მაგრამ ავიწყდებათ რომ ქართველი ხალხი დაიღალა არაპროგნოზირებადი დემოსტრაციებში მონაწილეობით. ამოტივტივდა ჩვიდმეტი მაისი მოვლენები წელს უარესად განვითარდებაო. საინტერესო მაისი გველის თან გაზაფხულის ბოლო თვე ერთიანად აფორიაქებული ვნებებით, პირები “ტაბურეტკებით” _ ნაცები “?” (აქ კითხვის ნიშანს ვსვამ ჯერ უცნობია მათი იარაღი). ქოცები რას მოამზადებენ საპასუხოდ, სექტემბერი კი ისევ მაპის გარეშე ჩაივლის თუ ატყდა ამბოხი ერთგვარი სანქცია იქნება, არა პუტინისელი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG