Accessibility links

ბარაკ ობამა იტალიაში ჩავიდა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს იტალიაში ვიზიტს იწყებს. ის რომის პაპსაც შეხვდება. მათი საუბრის ძირითადი თემა მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავებასთან ბრძოლა იქნება. ბარაკ ობამა რომში ოთხშაბათს ღამით გაფრინდა. მანამდე სამი დღის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებთან ერთად უკრაინის ყირიმის რეგიონში არსებულ კრიზისს განიხილავდა ჰააგასა და ბრიუსელში. პრეზიდენტის რანგში ეს ობამას მეორე ვიზიტი იქნებ ვატიკანში. 2009 წელს ის ბენედიქტე მე-16-ს შეხვდა. დაგეგმილია აგრეთვე ბარაკ ობამას შეხვედრები იტალის პრემიერ მინისტრ მატეო რენცისა და პრეზიდენტ ჯორჯო ნაპოლიტანოსთან. პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთში გაემგზავრება და იქ დაასრულებს ერთკვირიან ტურნეს.
XS
SM
MD
LG