Accessibility links

logo-print

ჯონ კერი ახლო აღმოსავლეთში შეხვედრებს მართავს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ამანში პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასს შეხვდა. განხილვის თემა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება იყო. შეხვედრა ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ჯონ კერიმ ახლო აღმოსავლეთში გასამგზავრებლად რომში ვიზიტი შეწყვიტა. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის ცნობით, მოლაპარაკებები „კონსტრუქტიული“ იყო. სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. მომდევნო დღეებში ჯონ კერის კიდევ აქვს დაგეგმილი მოლაპარაკებების გამართვა მაჰმუდ აბასსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. გასული წლის ივლისში მიღწეული შეთანხმებით, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა განახლდეს. პალესტინასა და ისრაელს შეთანხმების მისაღწევად ვადა 30 აპრილამდე აქვთ. ჯონ კერი ცდილობს ორივე მხარე შეთანხმდეს ამ ვადის გახანგრძლივებაზე. პალესტინელები აცხადებენ, რომ ისინი არ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს, თუკი ისრაელი, ადრინდელი შეთანხმების მიხედვით, 29 მარტამდე არ გაათავისუფლებს პალესტინელთა ჯგუფს.
XS
SM
MD
LG