Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა გმობს აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივ წვრთნას


კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა გაიზარდა აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სახმელეთო-საზღვაო წვრთნების დაწყების გამო. სამხრეთკორეული საინფორმაციო სააგენტოს თანხმად Ssang Yong (ორმაგი დრაკონი)-ის წვრთნაში ჩართულია 10 ათასზე მეტი სამხედრო-საზღვაო და საზღვაო ქვეითი ძალების სამხედრო პირი ორივე ქვეყნიდან. ეს არის ყველაზე მასშტაბური საზღვაო წვრთნა, რომელსაც აშშ და სამხრეთი კორეა 1993 წლის შემდეგ მართავენ და ის 7 აპრილამდე გაგრძელდება. ჩრდილოეთი კორეის სახელმწიფო გაზეთმა Rodong Sinmun-მა დაგმო ერთობლივი წვრთნა და ვაშინგტონი დაძაბულობის ზრდაში დაადანაშაულა. ჩრდილოეთმა კორეამ ოთხშაბათს ზღვის მიმართულებით რამდენიმე საცდელი გასროლაც განახორციელა.
XS
SM
MD
LG