Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა: რომის პაპის „დიდი თაყვანისმცემელი ვარ“


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ იგი რომის პაპის „დიდი თაყვანისმცემელია“. აღნიშნული რემარკა ობამამ ვატიკანში პაპ ფრანცისკესთან ხუთშაბათს გამართული შეხვედრის დროს გააკეთა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული ნაპრალის შემცირებაზე. საუბარის დროს ბარაკ ობამამ რომის პაპს, რომელსაც სურს, რომ მის საზაფხულო რეზიდენციაში საჯარო ბაღი მოაწყოს, საჩუქრად გადასცა ხილისა და ბოსტნეულის თესლი, რომელიც თეთრის სახლის ბაღში გამოიყენება. პრეზიდენტი ობამა იტალიაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხევდება, შემდეგ კი გაემგზავრება საუდის არაბეთში, რომელიც აშშ-ის ლიდერის ერთკვირიანი მოგზაურობის ბოლო პუნქტია.
XS
SM
MD
LG