Accessibility links

logo-print

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ჰააგაში ისაუბრეს


აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზდენტები ჰააგაში გამართული ბირთვულის უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის ჯეიმს ვარლიკის თანახმად, 27 მარტს სერჟ სარქისიანმა და ილჰამ ალიევმა სამიტის განმავლობაში „ერთმანეთში ისაუბრეს“. მედიატორმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, შეეხებოდა, თუ არა მათ შორის საუბარი მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო მოწესრიგებას. ჰააგაში გამართული შეხვედრის შესახებ არც სომხეთის და არც აზერბაიჯანის მხარეს არ გაუვრცელებია ინფორმაცია. 1990-იან წლებში მიმდინარე საომარი მოქმედების შემდეგად, რომლის დროსაც დაახლოებით 30 ათასი კაცი დაიღუპა, სომხეთის არმიის მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ხელთ იგდეს აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონი. კონფლიქტის მოწესრიგების დიპლომატიური ძალისხმევა წინსვლას ვერ აღწევს.
XS
SM
MD
LG