Accessibility links

logo-print

იულია ტიმოშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო


უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 25 მაისს გაიმართება. „ვგეგმავ ვიბრძოლო პრეზიდენტის პოსტისათვის“, - განაცხადა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე იულია ტიმოშენკომ და დასძინა, რომ პარტია „ბატკივშჩინის“ ყრილობაზე, რომელიც 29 მარტს გაიმართება, იგი სთხოვს თანაპარტიელებს, რათ მისი კანდიდატურა ოფიციალურად წამოაყენონ სახელმწიფო მეთაურის პოსტზე.
XS
SM
MD
LG