Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფანჯიკიძის განცხადებით, ნატოს სამიტზე ასახული იქნება ქვეყნის პროგრესი


“ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ წლევანდელ სამიტზე საქართველოს ნატოში მიიღებენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ნატოს სამიტზე ასახული იქნება ქვეყნის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი. „დემოკრატიული რეფორმებით საქართველო მტკიცედ მიემართება ნატოსკენ მიმავალ გზაზე იმ რწმენით, რომ ერთ დღეს ალიანსის წევრი გახდება და ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
XS
SM
MD
LG