Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა არ აპირებს სომხეთთან დიმპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას


უკრაინა აცხადებს, რომ ის შეინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს სომხეთთან იმისდა მიუხედავად, დაუჭერს თუ არა მხარს სომხეთი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეს განაცხადა სომხეთში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა იჰორ რომანმა, რომელმაც დასძინა, რომ ერევანში უკვე დაბრუნდა უკრაინის ელჩი, რომელიც ამასწინათ კონსულტაციებისათვის გაიწვიეს კიევში. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ერევანი თავს შეიკავებს რეზოლუციაზე, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არალეგიტიმურს უწოდებს რუსეთთან მიერთების საკითხზე ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს.
XS
SM
MD
LG