Accessibility links

logo-print

პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება სააკაშვილის დაკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე


მოწმედ დასაკითხად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამოუცხადებლობის შემდგომი პროცედურების განმარტებას 18 საათზე დანიშნულ ბრიფინგზე აპირებს მთავარი პროკურატურა. მიხეილ საააკაშვილი მოწმედ დღეს 13 საათზე იყო დაბარებული, თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თბილისში ჩასვლას არ აპირებდა. პროკურატურას სააკაშვილის დაკითხვა რამდენიმე, მათ შორის ზურაბ ჟვანიას და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის და მუხროვანის ამბოხების საქმეზე სურს. დღეს პროკურატურასთან მცირერიცხოვანი აქციები გამართეს ექსპრეზიდენტის დაკითხვის მოწინააღმდეგეებმა და მომხრეებმა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს კონტრაქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები დაუშინეს. პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.
XS
SM
MD
LG