Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს „დისტანციურ დაკითხვას“ სთავაზობს


საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაკითხვას სთავაზობს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, რაც ექსპრეზიდენტმა უარი თქვა მოწმის სტატუსით პროკურატურაში გამოცხადებულიყო და ეპასუხა გამომძიებლების შეკითხვებს, რაც 10 რეზონანსულ საქმის გამოძიების მსვლელობას უკავშირდება. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლებში ისაუბრა მისი შესაძლო დაკავების საფრთხეებზეც, რის გამოც იგი თავს იკავებს საქართველოში ჩამოსვლისაგან. „საქართველოს მთავარი პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავადაც სათანადოდ მოეპყრობა საკუთარ სტატუსს, იმოქმედებს როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობით ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და დამნაშავეთა დასჯას, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
XS
SM
MD
LG