Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესი ემხრობა უკრაინის დახმარებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს


აშშ-ის კონგრესმა დიდი უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტის ერთმანეთისაგან განსხვავებული ვერსიები მოიწონეს. სანამ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხელმოწერა მას კანონად აქცევს, მოამზადებენ კანონპროექტის საბოლოო ტექსტს. თვითოეული კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისათვის მილიარდი დოლარის კრედიტის მიწოდებას. ამას გარდა, დაწესდება სანქციები უკრაინაში ანტისამთავრობო დემონსტრანტების უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების და იმ რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში კორუფციაზე. ხუთშაბათს უფრო ადრე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პირობა დადო, რომ 18 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინისათვის.
XS
SM
MD
LG