Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს დისტანციურ დაკითხვაზე,


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს დისტანციურ დაკითხვაზე, რომელიც მას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შესთავაზა. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სააკაშვილმა ამის შესახებ განაცხადა კიევში, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან შეხვედრის შემდეგ. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაკითხვას სთავაზობს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, რაც ექსპრეზიდენტმა უარი თქვა მოწმის სტატუსით პროკურატურაში გამოცხადებულიყო 27 მარტს და ეპასუხა გამომძიებლების შეკითხვებზე, რომლებიც უკავშირდება 10 რეზონანსული საქმის გამოძიების მსვლელობას. პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, სააკაშვილს ეძლეოდა ერთკვირიანი ვადა დისტანციურ დაკითხვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.
XS
SM
MD
LG