Accessibility links

ბრიჯიტ ბრინკი: „გამყოფი ხაზების მშენებლობის დრო არ არის“


საქართველოში აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი მოხარულია, რომ საშუალება მიეცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და კოლეგადიპლომატებთან ერთად ადმინისტრაციული საზღვრის განაპირა სოფლებში გაემგზავროს. როგორც ბრიჯიტ ბრინკმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, აქვს პატივი,სოფლებში მდებარე სკოლის მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი გადასცენ, რომელიც საგანგებოდ მათთვის შეაგროვეს: "ეს ღონისძიება იმით არის მნიშვნელოვანი, რომდიპლომატიურმა კორპუსმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას და მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. ვიზიტი მნიშვნელოვანიაადამიანური თვალსაზრისითაც. ბავშვებს, რომლებსაც ცხოვრება უწევთ ადმინისტრაციულ საზღვართან სიახლოვეს, სჭირდებათ ჩვენი დახმარება, მხარდაჭერა. ამსტუმრობით ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ გამყოფი ხაზების მშენებლობის დრო არ არის", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.
XS
SM
MD
LG