Accessibility links

logo-print

გაეროს უსაფრთხოების საბჭო ჩრდილოეთ კორეას აკრიტიკებს


გაეროს უსაფრთხოების საბჭომ გააკრიტიკა ჩრდილოეთი კორეა მორიგი ბალესტიკური რაკეტის გაშვების გამო და ამ ქმედებას უსაფრთოების საბჭოს რეზოლუციის დარღვევა უწოდა. უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის სილვი ლუკასის თქმით, გაერო გეგმავს ჩრდილოეთი კორეის ქმედებაზე „ადეკვატური პასუხის“ გაცემას. ოთხშაბათს, ჩრდილოეთ კორეამ, აშშ-სთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე დაწყებული მოლაპარაკებების დაწყებიდან სულ რამდენიმე საათში, საშუალო რადიუსის მოქმედების ორი ბალესტიკური რაკეტა გაუშვა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფხენიანის ქმედებას „საშიში პროვოკავია“ უწოდა.
XS
SM
MD
LG