Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტმა იუტუბ-ზე წვდომა აკრძალა


ხუთშაბათს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება იუტუბზე წვდომის აკრძალვის თაობაზე. უწყებამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ადმინისტრაციული ზომები“ უწოდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამკრძალავი ზომების შემოღებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნული უსაფრხოების უზურნველსაყოფად მოითხოვს. საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ იუტუბზე გაჩნდა თურქი მაღალჩინოსნების საუბარი, რომლებიც სირიაში შესაძლო საომარ მოქმედებებს განიხილავენ. გასულ კვირაში, თურქეთში დაიბლოკა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წვდომაც, რის შემდეგაც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა განაცხადა, რომ „ეს სოციალური ქსელი ძირფესვიანად უნდა ამოიძირკვოს“. მაშინ ტვიტერში გაჩნდა ინფორმაცია თურქეთის პრემიერ მინისტრის გარემოცვის კორუფციული გარიგებების შესახებ. სოციალურ ქსელებზე აკრძალვამ საზოგადოებაში აღშფოთება გაოიწვია. ოთხშაბათს, სასამართლომ ანკარაში დაადგინა, რომ გადაწყვეტილება „ტვიტერის“ აკრძალვის თაობაზე სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. თურქეთის ხელისუფლებას აქვს 30 დღე, რათა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, მანამდე კი თურქეთში სოციალური ქსელი „ტვიტერი“ მომხმარებლებისათვის ხელმიუწვდომელია.
XS
SM
MD
LG