Accessibility links

„ჰიუმან რაითს უოჩი“ აკრიტიკებს რუსეთში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ რუსეთის პარლამენტს მოუწოდებს, უარყოს კანონპროექტი, რომელიც ახდენს „რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის, რუსეთის ფედერაციის და მისი შეიარაღებული ძალების ავტორიტეტის შემლახველი არასწორი ინფორმაციის“ გავრცელების კრიმინალიზაციას. პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში, „ჰიუმან რაითს უოჩი“ ამ კანონპროექტს უწოდებს მორიგ ეტაპს „რუსეთში გამოხატვის თავისუფლებაზე უპრეცედენტო შეტევის“ პროცესში. კანონპროექტის ინიციატორის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრ ოლეგ მიხეევის განმარტებით, უკრაინაში ბოლოდროინდელი მოვლენები უკავშირდება „საინფორმაციო ომს“ და აუცილებელია ახალგაზრდების დაცვა „სამშობლოზე უარყოფითი შეხედულების შექმნისაგან“. კანონპროექტი ითვალისწინებს 80-მდე დოლარის ჯარიმას კერძო პირების, 676 დოლარის ჯარიმას ოფიციალური პირების და 13 500-მდე დოლარის ჯარიმას ორგანიზაციების, მათ შორის საინფორმაციო საშუალებებისათვის.
XS
SM
MD
LG