Accessibility links

logo-print

ბაქო: სომეხმა ჯარისკაცებმა საზღვართან დაჭრეს ორი აზერბაიჯანელი


აზერბაიჯანმა ისევ დაადანაშაულა სომხეთი საზღვრის გასწვრივ ზავის დარღვევაში. ბაქოს ინფორმაციით, სომეხმა ჯარისკაცებმა დაჭრეს ორი ადამიანი - აზერბაიჯანელი ოფიცერი და ერთი ადგილობრივი მოსახლე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სომეხმა სამხედროებმა ისროლეს საზღვართან მდებარე სოფელ ალიბეილის მიმართულებით. ორივე დაჭრილი აზერბაიჯანელი საავადმყოფოში მოათავსეს. ინციდენტი მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებმა, ჰეიდარ ალიევმა და სერჟ სარქსიანმა ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ სამშვიდობო მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG