Accessibility links

logo-print

ავღანეთში 10 ადამიანი დაშავდა საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი ჭყლეტისას


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაშავდა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაზარ-ე შარიფში საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი ჭყლეტისას. ოფიციალური ინფორმაციით, არავინ დაღუპულა, მაგრამ რადიო თავისუფლების ავღანელ კორესპონდენტებს თვითმხილველებმა უთხრეს, რომ სამი ადამიანი შეიწირა ჭყლეტამ პრეზიდენტობის კანდიდატ აბდულა აბდულას მხარდამჭერ აქციაზე. ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ხელის ჩამოსართმევად, ასობით ადამიანი ავიდა სცენაზე, რის შედეგადაც კონსტუქცია დაინგრა. აბდულა და მისი მცველები არ დაშავებულან. აბდულა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია და ითვლება ფავორიტად 5 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებზე. საარჩევნოდ რეგისტრაცია გაიარა კიდევ 11-მა პირმა, მაგრამ სამი მათგანი უკვე გამოეთიშა კამპანიას.
XS
SM
MD
LG