Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრეზიდენტისადმი პროკურატურის შეთავაზებას გამოეხმაურა


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისადმი პროკურატურის შეთავაზებას დისტანციურად დაკითხვის შესახებ კორექტული, მიხეილ სააკაშვილის უარს კი სახელმწიფო ინსტიტუტისადმი უპატივცემულობა უწოდა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის უარი არსებულ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს. „კარგად გვესმის, რომ ძალიან ეშინია და მძიმე კითხვებს გაურბის, მაგრამ მინდა დავარწმუნო ის და მთლიანად საზოგადოება, რომ დღეს თუ ხვალ მოუწევს შეკითხვებზე პასუხის გაცემა“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, პროკურატურისგან აქვს დასტური, რომ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ და ყველა საეჭვო შეკითხვას პასუხი გაეცემა. თავის მხრივ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწმედ დაკითხვა ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება, პროკურატურის გადაწყვეტილებები კი არალეგიტიმურია, რადგან მას რეალურად მართავს ყოფილი პრემეირ-მინისტრი ივანიშვილი.
XS
SM
MD
LG