Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მორიგი ლიდერი იქნება ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგი


ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი ნომინირებულია ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე. ის შეცვლის ალიანსის ამჟამინდელ ლიდერს, დანიის წარმომადგენელ ანდერს ფოგ რასმუსენს. სტოლტენბერგის დასახელება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ცნობილი იყო, რომ მის კანდიდატურას მხარს უჭერენ აშშ, გერმანია, ბრიტანეთი და საფრანგეთი. ნატოს განცხადებით, სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას შეუდგება 2014 წლის 1 ოქტომბრიდან, როცა ამოიწურება რასმუსენის გენერალური მდივნობის ვადა, ამ პოსტზე ხუთი წელი და ორი თვე მუშაობის შემდეგ. რასმუსენმა დადებითად შეაფასა მის შემცვლელად იენს სტოლტენბერგის შერჩევა.
XS
SM
MD
LG