Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ორი კაცი დაიღუპა სასტუმროს ალყის შედეგად


პოლიციის ინფორმაციით ერთ-ერთი კერძო სასტუმროს ალყა დასრულდა მას შემდეგ, რაც სპეცდანიშნულების ძალებმა შენობაში მყოფი ბოლო ექსტრემისტი გაანადგურეს. სროლის დროს ერთი ბავშვი და მახლობლად მდგარი მანქნის მძღოლი დაიღუპნენ. პარასკევს თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის დასავლეთში მდებარე კერძო სასტუმროსთან მოახდინა აფეთქება. ამის შემდეგ, ხუთი ექსტრემისტი შეიჭრა შენობაში. აფეთქების შედეგად დაიჭრა ორი პოლიციელი.
XS
SM
MD
LG