Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ არ აპირებს უკრაინის საზღვრის გადალახვას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს აბსოლუტურად არ აქვს სურვილი ან ინტერესი თავის შეიარაღებულ ძალებს უბრძანოს უკრაინის საზღვრის გადალახვა. სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისთან მიმართებით მოსკოვისა და დასავლეთის აზრთა სხვადასხვაობა იკლებს. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინის კრიზისი ლავროვმა განიხილა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან. ეს სატელეფონო საუბარი ვაშინგტონის ინიციატივით შედგა. პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დაურეკა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. სატელეფონო საუბარში ობამამ რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა უკრაინის საზღვრიდან უკან გაიყვანოს შეიარაღებულ ძალები. კრემლის განცხადებით, პუტინი ობამას ესაუბრა დესტრუქციულ ქმედებებზე, რომლებსაც უკრაინაში კვლავ მიმართავენ „ექსტრემისტები“.
XS
SM
MD
LG