Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგლისსა და უელსში პირველი გეი ქორწინებები შედგა


ბრიტანეთში ერთი სქესის ადამიანებს შორის პირველი ქორწინებები შედგა, მას შემდეგ, რაც ინგლისსა და უელსში წუხელ შუაღამისას ამოქმედდა შესაბამისი კანონი. ძირითადი პარტიების წარმომადგენელი პოლიტიკოსები კანონში შეტანილ ამ ცვლილებას მიესალმნენ. პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს მესიჯს, რომ ადამიანები თანასწორნი გახდნენ, იმის მიუხედავად ისინი ჰეტეროსექსუალები არიან თუ ჰომოსექსუალები. შოტლანდიამ ანალოგიური კანონი თებერვალში მიიღო და, როგორც ვარაუდობენ, ერთი სქესის ადამიანებს შორის პირველი ქორწინებები იქ მიმდინარე წელს გაიმართება. ჩრდილოეთ ირლანდია არ აპირებს მსგავსი კანონის შემოღებას. სამოქალაქო პარტნიორობა ბრიტანეთში 2005 წლიდანაა დაკანონებული და, იურიდიული თვალსაზრისით, ქორწინების იდენტურ უფლებებს მოიცავს. გეი ქორწინება პირველად ჰოლანდიამ დააკანონა, 2000 წელს. მას შემდეგ ასეთ კანონის შემომღები ქვეყნების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
XS
SM
MD
LG