Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდში მასობრივი ანტი-სამთავრობო აქცია გაიმართა


ტაილანდში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა მასობრივ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციაში, რომელიც პოლიტიკური რეფორმების გატარების მოთხოვნით გაიმართა. პრემიერ-მინისტრ იინგლაკ შინავატრას და მისი კაბინეტის გადადგომის მოთხოვნით გამოსვლები ნოემბრის დასაწყისში დაიწყო - მას შემდეგ, რაც მთავრობამ მხარი დაუჭირა საყოველთაო ამნისტიას, რომლითაც სარგებლობას შესძლებდა ამჟამინდელი პრემიერის ძმა, თავადაც ყოფილი პრემიერი ტაკსინი, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება. ტაილანდში პოლიტიკური კრიზისია მას შემდეგ, რაც იინგლაკ შინავატრას ძმა, ტაკსინი, 2006 წელს დაამხეს, კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, დემონსტრანტებმა დახურეს სახელმწიფო უწყებების ოფისები და ჩაშალეს 2 თებერვლის არჩევნები - რომლის შედეგებიც სასამართლომ 21 მარტს გააუქმა. მას შემდეგ მთავრობის სათავეში, მოვალეობის შემსრულებლად იინგლაკ შინავატრა რჩება, შეზღუდული უფლებებით. ნოემბრის შემდეგ პოლიტიკურ ძალადობას ტაილანდში 23-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG