Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში შეტაკებებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა


ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, კაიროში, პოლიციასა და ისლამისტებს შორის შეტაკებებს ემსხვერპლა ოთხი ადამიანი, მათ შორის ეგვიპტელი ჟურნალისტი ქალი. შეტაკებები მოჰყვა ისლამისტების მხრიდან გამოხატულ პროტესტს სამხედრო სტრუქტურების ყოფილი ხელმძღვანელის, აბდელ ფატა ალ-სისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. ძალადობამ პარასკევს იფეთქა - მას შემდეგ, რაც გადაყენებული ისლამისტი პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის მომხრეები კაიროს, ალექსანდრიის და სხვა ქალაქების ქუჩებში გავიდნენ და გამოხატეს გაბრაზება ალ-სისის მიმართ - რომელმაც ცხრა თვის წინ დაამხო ისლამისტი ლიდერი.
XS
SM
MD
LG