Accessibility links

კვირას პარიზში გაიმართება ლავროვის და კერის შეხვედრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ბოლო მომენტში შეცვალა თავისი დღის წესრიგი და საფრანგეთში გაფრენა გადაწყვიტა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების გამართვის მიზნით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, ჯენ პსაკიმ შაბათს განაცხადა, რომ კერი კვირას საღამოს პარიზში რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. საუბრის თემა იქნება უკრაინაში არსებული სიტუაცია. იქ რუსეთის მხრიდან ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებამ გამოიწვია ვითარება, რომელსაც ზოგიერთი ოფიციალური პირი მიიჩნევს უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროპაში შექმნილ ყველაზე დიდ პრობლემად ცივი ომის შემდგომ პერიოდში. უკრაინის საკითხზე შესაძლო დიპლომატიური გამოსავლის პოვნის მიზნით საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამართვაზე პარასკევს, სატელეფონო საუბარში მოილაპარაკეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.
XS
SM
MD
LG