Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას პარიზში კერისა და ლავროვის შეხვედრა გაიმართება


რუსეთის და აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები, სერგეი ლავროვი და ჯონ კერი, დღეს პარიზში გამართავენ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას, სპონტანურად დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს შემდეგ შინ ბრუნდებოდა, თუმცა გეგმა შეცვალა და საფრანგეთში გაემგზავრა. შეხვედრის დაგეგმვას წინ უძღოდა პარასკევს საღამოს სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. შეხვედრის ფონია დაძაბულობა, რომელსაც იწვევს აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრის ახლოს რუსეთის ათასობით სამხედროს ყოფნა. შაბათს ლავროვმა სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ რუსეთი მზად არის დაიცვას უკრაინაში მცხოვრები რუსების და რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებები.
XS
SM
MD
LG