Accessibility links

ერაყში თავდასხმები განხორციელდა


ერაყში ორ სხვადასხვა თავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი შეეწირა. ოფიციალური უწყებების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა შაბათს შვიდი ჯარისკაცი მოკლეს ჩრდილოეთის ქალაქ მოსულთან ახლოს მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმის დროს. დასავლეთის ქალაქ რამადიში, მნიშვნელოვანი ხიდის ახლოს თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმულ მანქანაში აიფეთქა თავი, რასაც სულ მცირე ხუთი ადამიანი შეეწირა და შვიდი დაიჭრა. უსაფრთხოების ძალები ცდილობენ რამადიზე სრული კონტროლი აღიდგინონ მას შემდეგ, რაც ორი თვის წინ ქალაქის რამდენიმე უბანი ექსტრემისტებმა დაიკავეს. ერაყში ერთი თვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ამ კენჭისყრისთვის მზადება პრობლემურად მიმდინარეობს - გასულ კვირაში პოსტები მასობრივად დატოვეს საარჩევნო კომისიის მუშაკებმა.
XS
SM
MD
LG