Accessibility links

კარზაი ქაბულში მომხდარ თავდასხმებში უცხოეთს ადანაშაულებს


ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი „უცხოეთის სააგენტოებს“ ადანაშაულებს ქაბულში ახლახან მომხდარ თავდასხმების სერიაში და იმაში, რომ ისინი მის მთავრობას არ აძლევენ თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საშუალებას. კარზაის ოფისმა კვირას განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ეს ბრალდებები შაბათს გამოთქვა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან სატელეფონო საუბრის დროს. კარზაიმ კერის უთხრა, რომ ეს თავდასხმები კომპლექსურად იყო დაგეგმილი და მათ უკან იდგნენ „უცხოეთის სადაზვერვო სააგენტოები“. ამ ფრაზას კარზაი ხშირად იყენებს პაკისტანის უწყებათშორის სადაზვერვო სტრუქტურების მიმართ. კარზაის განცხადებებს წინ უძღოდა ქაბულში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მომხდარი სამი თავდასხმა - მათ შორის შაბათს ქვეყნის საარჩევნო კომისიის შტაბ-ბინაზე მიტანილი იერიში. ავღანეთში საყოველთაო არჩევნები მომავალ კვირაშია დანიშნული. თალიბანმა გამოაცხადა, რომ ძალადობის კამპანიას გააჩაღებს 5 აპრილის არჩევნების ჩაშლის მიზნით.
XS
SM
MD
LG