Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი და ლავროვი განიხილავენ უკრაინის კრიზისის განმუხტვას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი პარიზში ხვდებიან ერთმანეთს და განიხილავენ მოსკოვის პასუხს გეგმაზე, რომელიც აშშ-მა შეიმუშავა უკრაინის კრიზისის დე-ესკალაციის მიზნით. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ამერიკული გეგმა მოიცავს არარეგულარული შენაერთების განიარაღებას, უმცირესობების უფლებების დაცვის პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართვას, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი დიალოგის გამართვას და უკრაინაში პოლიტიკური რეფორმების გატარებას. პარიზში მიმდინარე შეხვედრის ფონია დაძაბულობა, რომელსაც იწვევს აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრის ახლოს რუსეთის ათასობით სამხედროს ყოფნა. შაბათს ლავროვმა სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ რუსეთი მზად არის დაიცვას უკრაინაში მცხოვრები რუსების და რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებები.
XS
SM
MD
LG