Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები 26-27 მაისს გაიმართება


ეგვიპტის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 26-27 მაისს ჩატარდება. კენჭისყრის ფონია დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის დამხობა ათი თვის წინ. მურსი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, მრავალი ბრალდებით - მათ შორის უცხოეთის ძალებთან ეგვიპტის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. მურსის დამხობის პროცესში არმიას ხელმძღვანელობდა გენერალი აბდელ ფატა ალ-სისი, რომელიც ახლა არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და ფავორიტად ითვლება. კიდევ ერთი წამყვანი კანდიდატია მემარცხენე ჰამდინ საბაჰი, რომელმაც მესამე ადგილი მოიპოვა მურსის გამარჯვების მომტან, 2012 წლის არჩევნებზე. მურსის დამხობის შემდეგ ქუჩებში ძალადობას და შეიარაღებულ თავდასხმებს სულ მცირე 1,400 ადამიანი ემსხვერპლა - ძირითადად მურსის მუსლიმთა საძმოს პარტიის მხარდამჭერები.
XS
SM
MD
LG