Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის საარჩევნო კომისია მუშაობას აგრძელებს


ერაყის საარჩევნო კომისიის წევრებმა კვირას თქვეს, რომ უკან მიაქვთ თავიანთი განცხადებები გადადგომის თაობაზე. ერაყში საპარლამენტო არჩევნები ერთ თვეში უნდა გაიმართოს. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა სამშაბათს შეიტანა განცხადება გადადგომაზე და ამის მიზეზად მათ საქმეში პოლიტიკური და სასამართლო ჩარევა დაასახელა. მაგრამ კვირას ბაღდადში კომისიის ხელმძღვანელმა, სირბესტ მუსტაფამ განაცხადა, რომ „ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების“ მხრიდან თხოვნის გამო საარჩევნო კომისიის წევრებმა შეცვალეს გადაწყვეტილება. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კომისიის წევრებს შეხვდა ერაყში გაეროს ელჩი, ნიკოლაი მლადენოვი. არჩევნები 30 აპრილსაა დანიშნული. პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქი მესამე ვადისთვის ბრძოლას აპირებს, თუმცა მის მთავრობას, რომელშიც დომინანტურ ძალას შიიტები წარმოადგენენ, ძლიერი წინააღმდეგობა ხვდება პროვინციებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტია.
XS
SM
MD
LG