Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი აცხადებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა


თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. კვირას ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ერდოანის სამართლისა და განვითარების პარტიამ ხმათა 44-დან 46 პროცენტამდე მოიპოვა, მაშინ, როცა ოპოზიციურ რესპუბლიკურ პარტიას 23-დან 28 პროცენტამდე ერგო. კენჭისყრას განიხილავდნენ ერთგვარ რეფერენდუმად ერდოანის მმართველობის თაობაზე. ერდოანის პარტია ბოლო ხანებში კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალებში გაეხვა. მედიაში გაჟონილი აუდიოჩანაწერები მიუთითებს მთავრობის რიგებში ელიტური კორუფციისა და ავტორიტარიზმის არსებობაზე. გასულ კვირაში მთავრობამ ინტერნეტის მუშაობა შეზღუდა - დაბლოკა იუტუბი და ტვიტერი - რასაც მწვავე საერთაშორისო კრიტიკა მოყვა.
XS
SM
MD
LG