Accessibility links

logo-print

პაკისტანში ბრალდება წაუყენეს ქვეყნის ექსპრეზიდენტს


პაკისტანის სასამართლომ ქვეყნის ექსპრეზიდენტს, ფერვეზ მუშარაფს ოფიციალურად წარუდგინა სახელმწიფო ღალატის ბრალდება. თავად გენერალი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის. მუშარაფს ბრალდება წარუდგინეს 2007 წლის ნოემბერში კონსტიტუციის შეჩერებისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო. მას სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.
XS
SM
MD
LG