Accessibility links

logo-print

პალესტინელთა წარმომადგნელი ჩეხეთში სეიფის აფეთქების შედეგად არ მომკვდარა


ჩეხეთის პოლიციის გამომძიებელთა თანახმად, ჩეხეთის რესპუბლიკაში პალესტინელთა ელჩი, რომელიც თავის ბინაში აფეთქებამ მოკლა, არ ყოფილა სეიფის აფეთქების მსხვერპლი, როგორც პალესტინელები ამტკიცებდნენ თავდაპირველად. გამომძიებელთა თქმით, ჯამალ ალ-ჯამალს ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელში ეჭირა, როცა ის აფეთქდა სეიფის გარეთ. მათივე ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ყოფილა სეიფთან დაკავშირებული. პოლიციის თქმით, საელჩოში მათ მიაგნეს 1970-1980-იანი წლების უკანონო იარაღს, 12 ერთეულს. საელჩოს თანახმად, ეს იყო ჩეხოსლოვაკიის პერიოდის მმართველების საჩუქარი პალესტინელთა განთავისუფლების ორგანიზაციისთვის ცივი ომის პერიოდში.
XS
SM
MD
LG