Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ ტოკიოს დაავალა, შეწყვიტოს ვეშაპებზე ნადირობა


მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომლის თანახმადაც, იაპონიამ უნდა შეწყვიტოს ანტარქტიკაში ყოველწლიური ნადირობა ვეშაპებზე. სასამართლოს თანახმად, ეს პროგრამა სამეცნიერო ნიღბით წარმოებული კომერციული საქმიანობაა. გაეროს მოსამართლე პეტერ ტომკას თანახმად, იაპონიამ უნდა გააუქმოს ყველა ნებართვა და ლიცენზია, რომლებიც ვეშაპებზე ნადირობას უფლებას იძლეოდა „სამეცნიერო მიზნებით“. ამავე ცნობით, იაპონიამ უნდა შეწყვიტოს ვეშაპებზე ნადირობის უფლებების გაცემა მომავალში. მთელ მსოფლიოში ვეშაპეზე ნადირობის აკრძალვა აიკრძალა 1986 წელს, საერთაშორისო ხელშეკრულების ძალით. იაპონია და ერთი-ორი სხვა ქვეყანა მაინც განაგრძობდნენ ვეშაპებზე ნადირობას „სამეცნიერო მიზნით“. იაპონური ლიცენზიებით დახოცილი ვეშაპების ხორცი მაღაზიებში და რესტორნებში იყიდებოდა.
XS
SM
MD
LG