Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა გმობს მედვედევის ყირიმში სტუმრობას


უკრაინამ დაგმო რუსეთის პრემიერ-მინისტირის, დმიტრი მედვედევის ყირიმში სტუმრობა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ევჰენ პერებინის თქმით, ვიზიტი „ქცევის საერთაშორისო წესების უხეში დარღვევაა“. ამავე ცნობით, რუსეთის ფედერაციას გაეგზავნა „კატეგორიული პროტესტი“ მედვედევის სიმფეროპოლში ვიზიტის გამო. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ყირიმში განაცხადა ორშაბათს, რომ მოსკოვი რეგიონს საგანგებო ეკონომიკურ ზონად გადააქცევს, რათა ინვესტორები მიიზიდოს. მედვედევის თანახმად, მოსკოვის მიზანია, რომ ყირიმმა შეძლოს საკუთარი განვითარებისთვის საკმარისი შემოსავლის უზრუნველყოფა. მედვედევი, რომელიც რუსეთის სამინისტროების მაღალი რანგის წარმომადგენლობით დელეგაციას ხელმძღვანელობს, ამ დონის პირველი სტუმარია ყირიმში რუსეთიდან მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინის ეს ტერიტორია დაიპყრო. ვიზიტი მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის შეხვედრას პარიზში, კვირას უკრაინის კრიზისის გარშემო. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია არ არის საერთაშორისოდ აღიარებული. აქტს უკანონოდ მიიჩნევს აშშ, ასევე ევროპის კავშირი, ისევე, როგორც გაერო.
XS
SM
MD
LG