Accessibility links

კერი ისრაელში დაბრუნდა სამშვიდობო მოლაპარაკების ხელშესაწყობად


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ისრაელში დაბრუნდა, რათა ხელი შეუწყოს ისრაელისა და პალესტინელთა წარმომადგენლების სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელებას. აშშ-ის ოფიციალურ პირთა თანახმად, კერი აპირებს ცალ-ცალკე შეხვდეს ისრაელის და პალესტინელების მხარეს. ამერიკელ შუამავლებს სასწრაფო მოლაპარაკება ჰქონდათ მხარეებთან, რათა გაგრძელდეს მოლაპარაკება 29 აპრილის ვადამდე. კერიმ ვიზიტი შეწყვიტა რომში, რათა ამანში პალესტინელთა ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვედროდა. პალესტინელთა და ისრაელის უშუალო მოლაპარაკება განახლდა ივლისში, მაგრამ გარღვევას ვერ მიაღწია.
XS
SM
MD
LG