Accessibility links

logo-print

უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავები უმოკლეს ვადაში გახსნიან დეპუტატზე თავდასხმის საქმეს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის გამო ჭეშმარიტების დადგენა და დამნაშავეთა დასჯა მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანაა. ამასთან, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში შეინიშნება გარკვეული „ფიზიკური შეხლა-შემოხლის გამოცოცხლება“ სხვადასხვა თემაზე. „ამიტომ გვმართებს გაცილებით მეტი ყურადღება, რადგან ეს შეიძლება იყოს არა ინდივიდუალური მოვლენები, არამედ საქმე გვქონდეს გარკვეული ჯაჭვის რგოლებთან“, - განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მსგავსი ფაქტი ნებმისმიერი მოქალაქის, მით უმეტეს პარლამენტის წევრის წინააღმდეგ, სრულიად მოუთმენელია. დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავები დანაშაულს უმოკლეს ვადაში გახსნიან. პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკოსებს, სამართალდამცავ ორგანოებს და საზოგადოებას განსაკუთრებული ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან დავით უსუფაშვილის განცხადებით, მხოლოდ ქვეყნის მტერმა იცის, თუ სად შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია.
XS
SM
MD
LG