Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ფინანსთა მინისტრი ყირიმის ანექსიას ნაცისტების აგრესიას ადარებს


გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ვოლფგანგ შოიბლემ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ემსგავსება 1938 წელს ნაცისტების მიერ ჩეხოსლოვაკიის გერმანულენოვანი რეგიონის დაკავებას. შოიბლეს მიერ ორშაბათს გაკეთებული კომენტარი განმარტა მინისტრის წარმომადგენელმა. მან თქვა, რომ მინისტრს ნაცისტური მესამე რაიხი რუსეთისთვის არ შეუდარებია. შოიბლესეული შედარების მიმართ დისტანცია დაიკავა კანცლერმა, ანგელა მერკელმა, რომელმაც თქვა, რომ ყირიმის დაკავება არის განსაკუთრებული შემთხვევა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ვოლფგანგ შოიბლემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის სურვილი, დაიცვას რუსები და რუსულენოვანი მოსახლეობა ყირიმში, იგივე, როგორც ჰიტლერმა გაამართლა მესამე რაიხის აგრესია სუდეტის ოლქში. მარტის დასაწყისში ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა შეადარა პუტინის ნაბიჯები უკრაინაში ჰიტლერის ქმედებებს.
XS
SM
MD
LG